რეზონანსი
28.12.2023

სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ზედმეტი აჟიოტაჟის ატეხა, თუ რას იტყვის კონსილიუმი, მართებული არ არის.

როგორც მან „პალიტრანიუსის" გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში" განაცხადა, კონსილიუმი, თავის მხრივ მოკლებულია შესაძლებლობას, რომ სრულფასოვნად შეაფასოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

„არცერთ დასკვნაში არ დაუწერია კონსილიუმს, რომ მიხეილ სააკაშვილი მძიმე მეტალებით იყო მოწამლული. მე ასეთი ჩანაწერი არ მინახავს დასკვნებში. მე კონსილიუმის დასკვნებს ვეყრდნობი, არც ექიმი ვარ და არც არავინ არის აპარატში ამ სპეციალური ცოდნით აღჭურვილი, რომ თქვას მოწამლულია, თუ - არა. კონსილიუმი ეყრდნობა იმ დოკუმენტაციას, რომელსაც ნახულობს, როდესაც დაწესებულებაში შედის.

ამიტომ, რაღაცნაირად ზედმეტი აჟიოტაჟის ატეხა, თუ რას იტყვის კონსილიუმი, არ მიმაჩნია მართებულად. კონსილიუმი, თავის მხრივ მოკლებულია შესაძლებლობას, რომ სრულფასოვნად შეაფასოს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. კონსილიუმი იმისთვის არსებობს, რომ კითხულობენ, რა პრეპარატებს იღებს, როგორი პროტოკოლია, როგორ ხდება მის ჯანმრთელობაზე ზრუნვა. არ მინდა საზოგადოებას ეგონოს, რომ ეს ადამიანები სპეციალური საშუალებებით აღჭურვილები შედიან, ან სამედიცინო ინვენტარით და ხდება ყველაფრის შესწავლა. ასეთ რაიმეს ადგილი არ აქვს. დოკუმენტების საფუძველზე იწერება დასკვნა, ადამიანის ვიზუალური დათვალიერებით და გამოკითხვით", - აღნიშნა იოსელიანმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×