რეზონანსი
28.12.2023

რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ოლქში ქალაქი და სოფელი დაბომბეს, გარდაცვლილია 3 ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას ზაპოროჟიეს საოლქო-სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარე იური მალაშკო და უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებენ.

მათი ცნობით, 28 დეკემბერს რუსმა დაპყრობლებმა არტილერიით ზაპოროჟიეს ოლქში სოფელი ბელენკოე და ქალაქი ორეხოვი დაბომბეს, რის შედეგადაც სამი სამოქალაქო პირი დაიღუპა.

უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისის ინფორმაციით, სოფელ ბელენკოეს დაბომბვის შედეგად ორი მეთევზე დაიღუპა, ხოლო ხუთმა სამოქალაქო პირმა, მათ შორის გაზის საავარიო სამსახურის ორმა თანამშრომელმა, სხვადასხვა სიმძიმის ჭრილობები მიიღეს.

იმავე დღეს ქალაქ ორეხოვის დაბომბვის შედეგად ადგილობრივი მცხოვრები ქალი გარდაიცვალა, ხოლო ოთხმა ადამიანმა ჭრილობები მიიღეს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×