რეზონანსი
28.12.2023

იერუსალიმის სომხურ კვარტალში შეკრებილებს 30-მდე ადამიანი თავს დაესხა. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური გამოცემა news.am ავრცელებს.

მათი ცნობით, შავ სამოსში გამოწყობილი და შენიღბული დაახლოებით 30 ადამიანი იერუსალიმის სომხურ კვარტალში შეკრებილ სომხებს თავს დაესხა. გამოცემის ცნობით, თავდამსხმელები კეტებით, ცრემლსადენი გაზითა და სხვა საშუალებებით იყვნენ შეიარაღებული, ხოლო მათი მიზანი ტერიტორიიდან სომხების გაძევება და დაშინება იყო.

წინასწარი ინფორმაციით, თავდამსხმელებმა ქვების სროლა დაიწყეს, რის შემდეგაც შეკრებილი სომეხი ახალგაზრდობა და სასულიერო პირები მათ წინააღმდეგ ჩხუბში ჩაერთნენ, ვიდრე ადგილზე პოლიცია არ მოვიდა.

გამოცემის ცნობით, შედეგად ორი პირი დააკავეს.

იერუსალიმში სომხური საპატრიარქოს ცნობით, თავდასხმის შედეგად სომხური თეოლოგიური აკადემიის რამდენიმე სასულიერო პირი და სტუდენტი, ასევე რამდენიმე ადგილობრივი სომეხი დაშავდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×