რეზონანსი
28.12.2023

სამხედრო მოსამსახურის, ლაშა გუჯეჯიანის მკვლელობისთვის დაკავებულ მამაკაცს, ხვიჩა ვარდიაშვილს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. მას გამოძიება განზრახ მკვლელობას ედავება. თავდაპირველად, საქმე ორი მუხლით იყო აღძრული, თუმცა მეორე, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარება, მოიხსნა, რადგან მკვლელობაში ბრალდებული თავადაც სამხედროა და მას იარაღის ტარების უფლება ჰქონდა. დაკავებული ჯერ არ დაუკითხავთ. ადვოკატმა წინასწარი დაკავების იზოლატორი ცოტა ხნის წინ დატოვა.

აღიარებს თუ არა დაკავებული დანაშაულს - ჯერჯერობით უცნობია. ადვოკატის ინფორმაციით, ბრალდებულს მომხდართან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია აქვს, რომელსაც სასამართლოზე ისაუბრებს. ასევე, ადვოკატი აცხადებს, ბრალდებულის ფსიქოლოგიური მდგომარეობა საკმაოდ რთულია, რის გამოც მისი დაკითხვა ვერ მოხერხდა.

ცნობისთვის, 43 წლის ლაშა გუჯეჯიანს თავისივე მეგობარმა რამდენიმე ტყვია ესროლა. ის ადგილზევე დაიღუპა. მოტივად შელაპარაკება სახელდება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×