რეზონანსი
26.12.2023

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში იმყოფებოდა. მინისტრს აკადემიის რექტორმა ზურაბ ზუბადალაშვილმა უმასპინძლა.

ვახტანგ გომელაური აკადემიაში სასწავლო პროცესს გაეცნო, მსმენელებს გაესაუბრა და მათ წარმატებები უსურვა. შინაგან საქმეთა მინისტრმა აკადემიის ინფრასტრუქტურა, საგამოცდო და სიმულაციური სწავლების სივრცეები, იმიტირებული სასაზღვრო გამშვები პუნქტი და ვირტუალური ტირი დაათვალიერა. ასევე, განახლებული საცურაო აუზი, სპორტული დარბაზი და სასადილო მოინახულა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა აკადემიის რექტორისგან სამომავლო გეგმებისა და განსახორციელებელი პროექტების შესახებ მიიღო ინფორმაცია.

ინფორმაციას შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×