რეზონანსი
26.12.2023

რეგულირების ხარისხით საქართველო უსწრებს ევროკავშირის 13 ქვეყანას და ყველა კანდიდატს. კორუფციის კონტროლის ინდიკატორში საქართველოს უსწრებს ევროკავშირის 10 და ყველა კანდიდატ ქვეყანას. ხოლო მთავრობის ეფექტურობის ინდიკატორში საქართველო ევროკავშირის 8 ქვეყანას და რვავე კანდიდატს ქვეყანას უსწრებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ელჩების კონფერენციის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის „ქართული ოცნების" ხელისუფლების მუშაობის შედეგი.

„მინდა კიდევე ერთხელ გავიმეორო ის მიღწევები რაც ჩვენ 11-წლიანი მმართველობის შედეგად გვაქვს. მე რამდენიმე კონკრეტულ რეიტინგს მინდა შევეხო და ყველას შევახსენო, თუ რა კონკრეტული შედეგი მოიტანა ჩვენი მმართველი პარტიის მმართველობამ. დავიწყებ იმით, რომ დემოკრატიზაციის გზაზე ძალიან ძლიერი, სწრაფი პროგრესი გვქონდა. შემთხვევითი არ არის, რომ 180 ქვეყანას შორის საქართველო დემოკრატიზაციის 10-წლიანი პროგრესით მსოფლიოს საუკეთესო ათეულშია. ასევე კანონის უზენაესობის ინდექსში საქართველო აღმოსავლეთ-ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში პირველ ადგილზეა. მე მინდა ვახსენო ინდექსი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად ქვეყნის იმიჯისთვის და ქვეყნის პოზიციონირებისთვის, თუ როგორ ქვეყანას ვაშენებთ. კორუფციისგან თავისუფლების ინდექსით საქართველო მსოფლიოში 33-ე ადგილზე გავიდა, ევროპის აუკეთესო ოცეულში მოხვდა, ხოლო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში პირველია ადგილი დაიკავა. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის, გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიშის თანახმად, საქართველო დღეს უსწრებს ევროკავშირის და ნატოს წევრ მრავალ სახელმწიფოს. ამავე ანგარიშის თანახმად, კანონის უზენაესობის რეიტინგში ჩვენი ქვეყანა ევროპაში მე-14 ადგილზე გავიდა. რეგულაციების ხარისხით ეკონომიკებს შორის საქართველო არის მეშვიდე ადგილზე, ხოლო სახელმწიფოებს შორის მეცხრე ადგილზე. რაც შეეხება გამჭვირვალობის ინდექსს, წლევანდელი კვლევის მიხედვით მე-17 ადგილს ვიკავებთ და ვუსწრებთ ევროკავშირის 15 სახელმწიფოს. ბიუჯეტის გამჭვირვალობის მიხედვით საქართველო მსოფლიოში არის პირველ ადგილზე. მმართველობის ხარისხით საქართველო გამოირჩევა არამხოლოდ რეგიონში, არამედ, ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის, რიგ ინდიკატორებში კი უსწრებს ევროკავშირის 10 ქვეყანას და რვავე კანდიდატ ქვეყანას. რეგულირების ხარისხით საქართველო უსწრებს ევროკავშირის 13 ქვეყანას და ყველა კანდიდატს. კორუფციის კონტროლის ინდიკატორში საქართველოს უსწრებს ევროკავშირის 10 და ყველა კანდიდატ ქვეყანას. ხოლო მთავრობის ეფექტურობის ინდიკატორში საქართველო ევროკავშირის 8 ქვეყანას და რვავე კანდიდატს ქვეყანას. ეს არის ჩვენი ხელისუფლების მუშაობის შედეგი", - განაცხადა პრემიერმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×