რეზონანსი
26.12.2023

აფხაზურმა "Нужная газета"-მ 23 დეკემბერს, წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოკუპირებული აფხაზეთის "მთავრობის წარმომადგენლებმა ეკონომიკის მინისტრის, კრისტინა ოზგანის ხელმძღვანელობის" ზუგდიდში მოლაპარაკებები გამართეს ენგურჰესის ქართული ნაწილის ხელმძღვანელობასთან.

"წყაროს ცნობით, აფხაზეთის ხელმძღვანელობამ საქართველოდან ელექტროენერგიის მიწოდება მოითხოვა", - წერს გამოცემა.

ამასთან დაკავშირებით, "ეხო კავკაზამ" კომენტარი სთხოვა ენგურჰესის პრესსამსახურს, ასევე საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს, თუმცა მასალის გამოქვეყნების მომენტში მათთვის არ უპასუხიათ. ასევე კომენტარს არ აკეთებენ აფხაზეთის ოფიციალური სტრუქტურები.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ რუსეთმა ოკუპირებული აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის უფასოდ მიწოდებაზე უარი განაცხადა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×