რეზონანსი
25.12.2023

დაბრუნდება თუ არა ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ოფიციალურად? ეს არის ახლა მთავარი კითხვა, რომელიც "ქართული ოცნების" მიერ მოულოდნელად დანიშნულმა ყრილობამ გააჩინა. დიდი ღონისძიება 30 დეკემბერს ჩაატარდება. მმართველი გუნდი ირწმუნება, რომ პარტიული ყრილობა ეწყობა იმიტომ, რომ პარტიული რიგებიდან ოფიციალურად გარიცხონ კახა კუჭავა და ეკა ტიკარაძე, მაგრამ სულ სხვა მოლოდინებია პოლიტიკურ კულუარებში. 

"ლელოს" ერთ-ერთი ლიდერის გრიგოლ გეგელიას განცხადებით, ივანიშვილი გამჩნდება თუ არა, ისედაც ყველამ ვიცით, რომ ის არის ამ ქვეყნის ერთპიროვნული მმართველი.

"ოცნება" ეს არის ჩინეთის კომინისტური პარტიისმაგვარი პოლიტიკური წარმონაქმნი. მათ 30 დეკემბერს აქვთ ყრილობა, მაგრამ გუშინწინ უკვე დაგვიანონსეს, თუ როგორი იქნება პოლიტსაბჭო. მაშინ რისთვის ეს ყრილობა, რომელმაც უკვე ყველაფერი იცის? მათ არ აქვთ არავითარი არჩევნები. ეს ყრილობა კი არა, არამედ იურიდიული კანტორის სხდომა არის ჩრდილოეთ კორეის და ჩინეთის პოლიტიკურ ჟანრში. ის (ივანისვილი) ძირითადად თეატრებში სიარულითაა დაკავებული, სანამ ეს ქვეყანა გაპარტახდა. ივანიშვილი გამჩნდება თუ არა, ისედაც ყველამ ვიცით, რომ ის არის ამ ქვეყნის ერთპიროვნული მმართველი", - ამბობს გეგელია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×