რეზონანსი
25.12.2023

პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ბექა ლილუაშვილი გამოეხმაურა „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას, სადაც მან აღნიშნა, რომ „ხელისუფლებაში იმ პოლიტიკოსების მოშვება არ შეიძლება, რომლებმაც უახლოეს წარსულში ადამიანის უფლებები დაარღვიეს. ხვდებით, ვისზეა საუბარი, ორი ძველი პარტია უნდა დამთავრდეს, ალტერნატივა ვართ ჩვენ“.

ბექა ლილუაშვილის თქმით, „ლელოს“ განცხადება პოპულისტურია.

„მამუკა ხაზარაძემ ეს განცხდება გააკეთა და პოლიტსაბჭოში შეიყვანა სალომე სამადაშვილი, ფიქრია ჩიხრაძე, დავით უსუფაშვილი. პერსონალურად ვინმეს მიმართ სააწინაღმდეგო არ მაქვს, მაგრამ როცა განცხადებას აკეთებენ ახალ სახეებზე და, მეორე მხრივ, პოლიტსაბჭოში ყველაზე ძველი სახეები შეჰყავთ, ეს ერთმანეთთან თავსებადი არ არის, თუმცა „ლელოს“ მიდგომაც მესმის. ეს განცხადება პოპულისტურად გამოუვიდათ და იმედია, გაასწორებენ“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×