რეზონანსი
25.12.2023

ცნობილი მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს:

„არ არსებულა ჯერ ისეთი უამინდობა, რომელსაც არ ჰქონია დასასრული, საბოლოოდ მზე ყოველთვის გამოდის... ასე რომ, არ იდარდოთ მეგობრებო, საახალწოლოდ ძალიან დაგვითბება.

ხმელთაშუა ზღვის აუზზე მდებარე დიდი და შთამბეჭდავი ანტიციკლონი ფაქტიურად ჩააქრობს შუქს ისედაც გაურკვეველ ზამთრის აქტივობაზე, სითბოა მოსალოდნელი ახალი წლის დღეებში, სრულად ევროპაში და მათ შორის საქართველოშიც – 29 დეკემბრიდან პრაქტიკულად გაზაფხულის მსგავსი ტემპერატურის მაჩვენებლებით 18/20°C- თან ახლოს...

მანამ კი 26 დეკემბრის შუადღემდე საქართველოში ნარჩუნდება ცივი და ნალექიანი ამინდი – შტორმული გაფრთხულება ძალაშია.

ბედნიერ დღეებს გისურვებთ”, - დაწერა მეტეოროლოგმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×