რეზონანსი
25.12.2023

თავდაცვის სამინისტრომ საგანგებო განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მართული ტელევიზიები მიზანმიმართული დეზინფორმაციით ზიანს აყენებენ ავტორიტეტულ სახელმწიფო ინსტიტუციებს. მათი პარტიული მესიჯბოქსი ვერ სცდება ისეთ საკითხებზე ყალბი ახალი ამბების გამოგონებას, როგორიც არის თავდაცვის ძალების ჩაცმულობა, თუ კვების ხარისხი.

„სამწუხაროდ, ამ პროცესში გამოყენებულია თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი, რომელიც აღნიშნულ პარტიასთან კოორდინირებული გზავნილებით, დეზინფორმაციას ავრცელებს სამინისტროს ცალკეული, წარმატებული პროექტების შესახებ. ამ ბრალდებების აბსურდულობა ყველაზე კარგად იციან თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა, რომლებსაც დროულად და შეუფერხებლად მიეწოდებათ უმაღლესი ხარისხის, ნატოს სტანდარტების ზაფხულისა და ზამთრის საველე და ყოველდღიური ფორმები. ისინი კარგად ხედავენ განსხვავებას, ხარისხის და მიწოდების თვალსაზრისით. „დელტა ტექსტილის“ შექმნამდე არსებობდა, როგორც სამხედროების ფორმების ხარისხთან დაკავშირებით, ასევე მიწოდების დროულობის თვალსაზრისით სერიოზული ხარვეზები, რაც კოვიდპანდემიამ კიდევ უფრო თვალსაჩინო გახადა.

სწორედ ზემოხსენებული ხარვეზების გამოსწორების მიზნით შეიქმნა საწარმო. საბედნიეროდ ჩვენი სამხედროებისთვის ნათელია ასევე, პოლიტიკურად ანგაჟირებული მედიასაშუალებების რეალური სახე, რომლებიც ცდილობენ გააგრძელონ წლების განმავლობაში დამკვიდრებული პრაქტიკა და საკუთარ პოლიტიკურ დღის წესრიგს დაუქვემდებარონ ყველა საკითხი. აღნიშნული ჯგუფების მიერ საზოგადოების დეზინფორმირების საწინააღმდეგოდ, თავდაცვის სამინისტრო კვლავაც გააგრძელებს მოსახლეობისათვის სწორი ინფორმაციის მიწოდებას“, - ნათქვამია განცხადებაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×