რეზონანსი
24.12.2023

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, გრანტ შაფსმა The Sunday Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ დასავლეთმა უკრაინის წაგება არ უნდა დაუშვას.

"დასავლეთმა უკრაინის წაგება არ უნდა დაუშვას, მას ყველაფერი უნდა მივაწოდოთ, რაც სჭირდება. მსოფლიომ უნდა გააცნობიეროს, რომ მას არ შეუძლია დარჩეს ცივი ომის შემდგომ ეპოქაში. შედეგები საშინელი იქნება ევროპისთვის, ბრიტანეთისთვის, მთელი მსოფლიოსთვის. თავს ამ ომის წაგების უფლება არ უნდა მივცეთ", - განაცხადა შაფსმა.

ასევე დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თუ დასავლეთი პუტინს უკრაინის წინააღმდეგ ომში მოგების საშუალებას მისცემს, ასეთი ქმედებებით დაზარალდება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×