რეზონანსი
24.12.2023

18 დეკემბრიდან 24 დეკემბრის ჩათვლით უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურეს 7 120 რუსი ჯარისკაცი გაანადგურეს, ასევე 927 ერთეული სამხედრო ტექნიკა. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ალექსანდრე პავლიუკმა განაცხადა.

მათ შორისაა 119 ტანკი, 196 ჯავშანტექნიკა, 177 საარტილერიო სისტემა, ცხრა მრავალჯერადი რაკეტის გაშვების სისტემა, ორი მიწა-ჰაერი სარაკეტო სისტემა, 256 სატვირთო მანქანა და 35 ერთეული სპეციალიზებული აღჭურვილობა.

„გარდა ამისა, ჩვენმა დამცველებმა ჩამოაგდეს სამი საბრძოლო თვითმფრინავი, ოთხი რაკეტა და 126 უპილოტო საფრენი აპარატი", - აღნიშნა პავლიუკმა.

მედიის ინფორმაციით, 24 დეკემბრის მდგომარეობით უკრაინაში დაღუპული რუსი სამხედროების რიცხვმა 353 190 შეადგინა. მხოლოდ ბოლო დღის განმავლობაში 800 რუსი ჯარისკაცი და ოფიცერი დაიღუპა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×