რეზონანსი
24.12.2023

რომის პაპმა ფრანცისკემ ომში დაშვებული ადამიანებისთვის ილოცა და რეკომენდაცია გასცა, რომ მორწმუნეებმა შობის ღამე წელს მოკრძალებულად აღნიშნონ.

„ჩვენ ვფიქრობთ პალესტინაზე, ისრაელზე, უკრაინაზე. ჩვენ ასევე ვფიქრობთ მათზე, ვინც განიცდის უბედურებას, შიმშილს. გილოცავთ ყველას ბედნიერ კვირასა და შობის ღამეს ლოცვითა და სითბოთი. ნება მომეცით, მოგცეთ ერთი რეკომენდაცია, როგორც ქრისტიანებმა, ეს დღესასწაული უნდა აღნიშნოთ მოკრძალებულად, ხარჯის გარეშე და მათთვის გაზიარებით, ვისაც აკლია მეგობრობა", - აღნიშნა რომის პაპმა.

გვიან საღამოს რომის პაპი წმინდა პეტრეს ბაზილიკაში შობის დღესასწაულთან დაკაშირებით საშობაო მსახურებას აღავლენს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×