რეზონანსი
24.12.2023

ამერიკის შეერთებულ შტატებში, ფლორიდის შტატში, ქალაქ ოკალას სავაჭრო ცენტრში სროლას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ასევე არიან დაშავებულები.

როგორც AP ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით წერს, შემთხვევა გუშინ, 23 დეკემბერს გვიან ღამით მოხდა. მედიის ცნობით, გარდაცვლილს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული. დაშავებულებს შორის არის ქალი, რომელიც საავადმყოფოში უკვე გადაიყვანეს.

პოლიციამ სავაჭრო ცენტრი ალყა შემოარტყა, შენობიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა. თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა, ახლა მას პოლიცია ეძებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×