რეზონანსი
24.12.2023

ჩეხეთის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა ხელი მოაწერა ცვლილებებს Lex Ukraine-ის კანონში, რომელიც რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ჩეხეთში ჩასული უკრაინელების სტატუსს არეგულირებს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ჩეხეთის მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ცვლილების ძირითადი დებულება ითვალისწინებს ჩეხეთის რესპუბლიკაში უკრაინის მოქალაქეების დროებითი დაცვის გაგრძელებას 2025 წლის მარტამდე, ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად.

კანონი ასევე ითვალისწინებს დროებითი დაცვის სტატუსის მქონე ლტოლვილების ფინანსურ მხარდაჭერას უკრაინაში დაბრუნების დროს. ამ მხარდაჭერის მოცულობა ჩეხეთის მთავრობის მიერ, ჯერჯერობით, განსაზღვრული არ არის.

უკრაინელ ლტოლვილებს შეეძლებათ მიმართონ ასეთი დახმარების თხოვნით მხოლოდ ერთხელ და არაუგვიანეს 2024 წლის ბოლომდე.

დადგენილების თანახმად, თუ ეს ადამიანები მოგვიანებით მოისურვებენ ჩეხეთის რესპუბლიკაში გრძელვადიანი ვიზის აღებას, მათ პირველ რიგში იმ თანხის ნახევრის დაბრუნება მოუწევთ, რაც ჩეხეთის მთავრობამ გამოუყო სამშობლოში დასაბრუნებლად.

ცნობისათვის, ოქტომბრის მონაცემებით, 359 000 უკრაინელი ლტოლვილი იმყოფებოდა, საიდანაც დაახლოებით 115 ათასი ლეგალურად იყო დასაქმებული.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×