რეზონანსი
24.12.2023

ირანი წითელ ზღვაში ჰუსიტების მიერ სატვირთო ხომალდებზე თავდასხმასთან კავშირს უარყოფს. განცხადება ამის თაობაზე ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა საგანგებო პრესკონფერენციაზე გააკეთა.

მინისტრი ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან გაჟღერებულ ბრალდებას გამოეხმაურა და მას ცილისწამება უწოდა.

„ჩვენ ღიად ვუთხარით ამერიკულ მხარეს, რომ ჰუსიტებმა დამოუკიდებლად მიიღეს გადაწყვეტილება და პასუხისმგებლობაც მათ ეკისრებათ. მათთვის რაიმეს გაკეთება არ დაგვივალებია, ჩვენთვის მნიშვნელოვანია რეგიონული უსაფრთხოება. პრობლემის მოგვარების გზა წითელ ზღვაში ე.წ. კოალიციების შექმნაში არაა. პრობლემა მხოლოდ ღაზაში და იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ქალების, ბავშვებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების დახოცვის შეწყვეტით მოგვარდება", - აღნიშნა ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×