რეზონანსი
24.12.2023

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინი მზადაა მოლაპარაკებებისთვის, თუმცა მხოლოდ რუსეთის მიზნების მისაღწევად.

დიმიტრი პესკოვი ამგვარად გამოეხმაურა ამერიკული გამოცემა „ნიუ იორკ თაიმსის" სტატიას, რომლის მიხედვითაც, რუსეთის პრეზიდენტი არაოფიციალური არხებით იძლევა გზავნილს, რომ მზადაა, უკრაინაში ცეცხლი შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები გამართოს, არსებული ურთიერთშეხების ხაზის დაცვით.

„ნიუ იორკ თაიმსი" წერს, რომ ეს ინფორმაცია მან მიიღო ორი ყოფილი თანამდებობის პირისგან, რომლებიც დაახლოებული არიან კრემლთან, ასევე, ამერიკელი და საერთაშორისო მაღალჩინოსნებისგან, რომლებმაც პუტინის ემისრისგან მიიღეს გზავნილი.

როგორც სტატიაშია ნათქვამი, მოლაპარაკებების დასაწყებად პუტინისთვის მნიშვნელოვანია საკუთარი გამარჯვების გამოცხადება. ამასთან ერთად, გამოცემა წერს, რომ ისეთი საკითხები, როგორიცაა „რუსეთის პრეტენზიები ოკუპირებული ზაპოროჟიეს, ხერსონის, დონეცკის და ლუგანსკის ოლქებზე, ზელენსკის ადმინისტრაციის ჩამოგდება, ასევე ის, რომ უკრაინა არ უნდა გაწევრიანდეს ნატო-ში, პუტინისთვის პრინციპულ მოთხოვნებს არ წარმოადგენს".

„პუტინი ნამდვილად მზადაა, არსებულ პოზიციებზე გაჩერდეს, თუმცა უკან დახევას ის არ განიხილავს, არცერთი მეტრით", - ამბობს ანონიმური წყარო „ნიუ იორკ თაიმსთან" საუბარში.

ამასთან ერთად, გამოცემა აღნიშნავს, რომ ამერიკული მხარისთვის პრობლემას წარმოადგენს ის, რომ აშშ-ს არასდროს უწარმოებია მოლაპარაკება რუსეთთან უკრაინის სახელით და ვაშინგტონს ამის გაკეთების სურვილი არ აქვს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×