რეზონანსი
23.12.2023

ანაკლიის პროექტი მოკლეს, ჭაობად აქციეს იქაურობა, ამას ჰქვია ნელი სიკვდილი! - ამის შესახებ „ლელო- საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ პარტიის მეორე ყრილობაზე განაცხადა.

მისი თქმით, "ქართული ოცნების" დამარცხების შემდეგ, "ლელოს" ნომერ პირველი პრიორიტეტი იქნება ანაკლიის პორტის და ანაკლიის ქალაქის მშენებლობა. 

ეს პროექტი გააჩერა „ქართულმა ოცნებამ“ და გააჩერა იმიტომ, რომ ვლადიმერ პუტინს, ვის დავალებასაც ასრულებს ბიძინა ივანიშვილი, არ უნდა, რომ საქართველო იყოს ძლიერი და დამოუკიდებელი იმიტომ, რომ ანაკლია აძლევს საშუალებას საქართველოს გახდეს ნამდვილი ცენტრი, ტვირთების გამანაწილებელი, ნამდვილად ის ადგილი, სადაც ათიათასობით სამუშაო ადგილი იქმნება და ეს პროექტი მოკლეს. ჭაობად აქციეს იქაურობა, ამას ჰქვია ნელი სიკვდილი! 4 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ანაკლია გააჩერეს, ეს პროექტი არის გაჩერებული, შესაბამისად, საქართველოს, ჩვენს შვილებს და ჩვენს მომავალს წაართვეს უზარმაზარი პერსპექტივა, უზარმაზარი რაოდენობით სამუშაო ადგილი და რაც ყველაზე მთავარია, აფხაზებთან ახალი ფურცლით და ახალი დიალოგის დაწყების საშუალება. ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ იმ პროექტებს, რომელიც ეხება ქუთაისის აეროპორტს, გარშემო ფინანსური და ლოჯისტიკური ცენტრის მშენებლობას, როგორც წალენჯიხაში, ჩვენ გავაკეთებთ მთელ საქართველოში IT სკოლების უფასო ქსელს, ეს არის მომავლის პროფესია, ის უნდა იცოდეს ყველამ, თუ გვინდა, რომ ვიყოთ ლიდერები, ინოვაციური და ტექნოლოგიური ერი. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენ ნამდვილად გავხდით საქართველოს და კახეთს მსოფლიო ღვინის დედაქალაქად, რომელიც დღეს არ ვართ. აუცილებლად შევქმნით ისეთ ინფრასტრუქტურულ პროექტებს სვანეთში, ხევსურეთში, თუშეთში, გურიაში, აჭარაში, სპეციალურად მორგებულ ტურისტულ ძალიან თანამედროვე ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომელიც მისცემს საშუალებას, რომ საქართველომ მიიღოს მაღალ გადამხდელუნარიანი ტურისტი“,- განაცხადა ხაზარაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×