რეზონანსი
23.12.2023

ახ­მე­ტა­ში ახალ­გაზ­რდა ქალი სა­კე­ის­რო კვე­თის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა. მომ­ხდარ ფაქ­ტზე კლი­ნი­კის ხელ­მძღვა­ნე­ლი, გი­ორ­გი უძი­ლა­უ­რი გან­მარ­ტავს, რომ გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი, წი­ნას­წა­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, თრომ­ბო­ემ­ბო­ლია გახ­და, რად­გან ქალი ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ თავს კარ­გად გრძნობ­და და კონ­ტაქ­ტუ­რი იყო.

„სა­კე­ის­რო კვე­თის შემ­დეგ თავს კარ­გად გრძნობ­და, პა­ცი­ენ­ტი იყო კონ­ტაქ­ტუ­რი, აქ­ტი­უ­რი. მე­ო­რე დღეს, ოპე­რა­ცი­ი­დან 24 სა­ათ­ში ერთ-ერთი წა­მოდ­გო­მის დროს მო­უ­ლოდ­ნე­ლად და­ფიქ­სირ­და გარ­დაც­ვა­ლე­ბა, სწო­რედ ამი­ტომ, სა­ვა­რა­უ­დოდ, საქ­მე გვაქვს თრომ­ბო­ემ­ბო­ლი­ის გან­ვი­თა­რე­ბას­თან. ბუ­ნებ­რი­ვია, მა­შინ­ვე და­ვი­წყეთ რე­ა­ნი­მა­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, თუმ­ცა მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა. ბავ­შვი კარ­გად არის, გავ­წე­რეთ დღეს და ყვე­ლა საქ­მის კურ­სშია, უბ­ნის პე­დი­ატ­რიც და სო­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რიც" - გა­ნა­ცხა­და გია უძი­ლა­ურ­მა.

გარ­დაც­ვლი­ლი 38 წლის არის, მას სამი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი, ორი ვაჟი და ერთი გო­გო­ნა დარ­ჩა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×