რეზონანსი
23.12.2023

ცოტა ხნის წინ ინციდენტი მოხდა ოზურგეთში. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, საახალწლო ღონისძიების მზადებისას, სცენაზე დამონტაჟებული ეკრანი წაიქცა და ერთი პირი დააზიანა. ღონისძიებაში მონაწილე პიანისტი ქალი ირინა სოლტიში დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანეს.

„პაციენტს დაზიანებული აქვს ქვედა კიდური. აღენიშნება წვივის ამოვარდნა და გოჯის მოტეხილობა. მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მას უკვე გაეწია პირველადი სამედიცინო დახმარება, დადებული აქვს თაბაშირი", - განაცხადეს ოზურგეთის კლინიკა "მედალფაში".

წყარო: ტვ გურია

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×