რეზონანსი
23.12.2023

შეწყალება მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა მოხდეს, თუკი რეალურად მოინანიებს და დაინახავს იმას, რომ არ შეიძლება შენი ქვეყნის პოლიციელი დაწვა, რაც არ უნდა პოლიტიკური მიზნები გამოძრავებდეს, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებს ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე საუბრისას განუცხადა.

„პრეზიდენტი თუ დაუბრუნდება იმის აღქმას და გაგებას, რა არის პრეზიდენტის ფუნქცია, იმასაც უნდა დაუფიქრდეს, რომ ასეთ დროს შეწყალება მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა მოხდეს, როდესაც დანაშაულის ჩამდენი, თუკი სასამართლომ ასეთად ცნო ეს ადამიანი, რეალურად მოინანიებს და დაინახავს იმას, რომ არ შეიძლება შენი ქვეყნის პოლიციელი დაწვა, რაც არ უნდა პოლიტიკური მიზნები გამოძრავებდეს", - აღნიშნა ქადაგიშვილმა.

შეიწყალებს თუ არა პრეზიდენტი ლაზარე გრიგორიადისს - კითხვა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც გრიგორიადისის ადვოკატები ორბელიანების სასახლეში იმყოფებოდნენ. გრიგორიადისის ადვოკატმა, ლიკა ბითაძემ განაცხადა, თუ ლაზარეს საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი დადგა, მაგ შემთხვევაში სალომე ზურაბიშვილს მისი შეწყალების შესახებ აუცილებლად მიმართავენ.დავით მათიკაშვილი ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებაზე: სალომე ზურაბიშვილისგან ასეთი ამორფული ნაბიჯის გადადგმა გასაკვირი არ იქნება

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×