რეზონანსი
23.12.2023

ძალიან ემოციური ხალხი ვართ და ძალიან პატარა ქვეყანა გვაქვს, სადაც ადვილია არეულობის მოწყობა, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას „ხალხის ძალის" ერთ-ერთმა ლიდერმა, სოზარ სუბარმა ქვეყნის შიგნით არეულობის მოწყობის საფრთხეებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, საშიშროება გადავლილი არასდროს და ვერასდროს იქნება.

„საფრთხეს ყოველთვის უნდა ველოდოთ. ძალიან ემოციური ხალხი ვართ და ძალიან პატარა ქვეყანა გვაქვს, სადაც ადვილია არეულობის მოწყობა. ერთი შეცდომა, პროვოკაცია შეიძლება გახდეს სიტუაციის არევის საფუძველი.

ცოტა სხვა სიტუაციაა, მაგრამ ამერიკის მაგალითს მოვიყვან - ქვეყანა, სადაც თვე არ გავა პოლიციის მხრიდან რამდენიმე ათეული ადამიანის ლიკვიდაცია არ მოხდეს და ეს ჩვეულებრივ ამბად ითვლება, ისევე, როგორც ძალადობა პატიმრების მიმართ ციხეებში, განსხვავებით ევროპული ქვეყნებისგან, მაგრამ მოხდა ცოტა ხნის წინ ფლოიდის მკვლელობა და დაიქცა ქვეყანა. ამ ერთმა შემთხვევამ ლამის, გახვია ქვეყანა ცეცხლის ალში. გასაგებია, რომ იქ ეს პოლიტიკური ბრძოლის ნაწილი იყო, რამდენიმე მილიონით მოხდა ამ მოძრაობის დაფინანსება, დესტაბილიზაციას ხშირად მხარს უჭერდნენ ზოგიერთი შტატების გუბერნატორები და ქალაქების მერები.

ეს მაგალითი იმიტომ მოვიყვანე, რომ ერთი შემთხვევა თუ შეიძლება გახდეს ცეცხლის დანთების ტოლფასი, ბუნებრივია, სიფრთხილე გვმართებს. ესაა მთავარი საფრთხე და არა ოპოზიცია, რომელსაც არც იდეა აქვს, არც ადმინისტრაციული რესურსი, გამოცლილი აქვს ძალა და ერთმანეთს ფლეთენ, ლანძღავენ და ამ ლანძღვაში ღმერთმა ხელი მოუმართოთ," - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×