რეზონანსი
23.12.2023

ეს არის ოპოზიციის მორიგი მცდელობა, პერსპექტივისთვის რაიმე რევოლუციური სცენარი მოინიშნონ, იმიტომ რომ არჩევნებში გამარჯვების იმედი არ აქვთ, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას „ხალხის ძალის" მიერ გავრცელებულ წერილში მოყვანილ ოპოზიციის გეგმების შესახებ.

„ეს არის ოპოზიციის მორიგი მცდელობა, პერსპექტივისთვის რაიმე რევოლუციური სცენარი მოინიშნონ, იმიტომ რომ არჩევნებში გამარჯვების იმედი არ აქვთ. ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საქართველოს გაცილებით დიდი სამუშაო აქვს შესრულებული, ვიდრე ეს 12 პუნქტით იყო გათვალისწინებული და კიდევ მეტ სამუშაოს შევასრულებთ, ვიდრე 9 ნაბიჯით იქნება განსაზღვრული", - აღნიშნა ქადაგიშვილმა.

მოძრაობა „ხალხის ძალამ" 21 დეკემბერს წერილი გაავრცელა. მასში ნათქვამია, რომ ხელისუფლების ოპონენტების მხრიდან, ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის თემით მანიპულირება, უკვე დაწყებულია. მოძრაობაში აცხადებენ, რომ ოპოზიციას კონკრეტული გეგმა აქვს, რაც არჩევნების პერიოდში არეულობას გულისხმობს

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×