რეზონანსი
23.12.2023

ყაზახეთის ქალაქ ალმათიში მამაკაცი ავტობუსის მძღოლ ქალს დაესხა თავს, რამაც ავტოსაგზაო შემთხვევა გამოიწვია. როგორც ადგილობრივი გამოცემა Tengrinews-ი ყაზახეთის პოლიციაზე დაყრდნობით იტყობინება, დაიღუპა 3 და დაშავდა 4 ადამიანი.

პოლიციის ცნობით, 22 დეკემბერს საღამოს ერთ-ერთი ავტობუსის სალონში მგზავრსა და ქალ მძღოლს შორის კონფლიქტი გაჩნდა. ამის შემდეგ მგზავრმა მას თავში ხელი ჩაარტყა და ქალმა გონება დაკარგა. თვითმხილველების თქმით, კონფლიქტი მას შემდეგ გაჩნდა, რაც მძღოლმა მგზავრს უთხრა, რომ მან ფული არასწორად დაითვალა.

„ავტობუსი შეეჯახა 4 ავტომობილს და გაჩერებაზე მდგომ ხალხს“, - აცხადებენ პოლიციაში. 3 დაშავებული ზრდასრულია, ერთი კი მოზარდი. სამი მათგანი რეანიმაციაში რჩება.

მძღოლზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი დაკავებულია, მას 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

იმედინიუსი

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×