რეზონანსი
23.12.2023

მეტროპოლიტენ ოპერას გენერალურმა მენეჯერმა, პიტერ გელბმა აღიარა, რომ ანიტა რაჭველიშვილი Met Productions-დან 2022 წლის დეკემბერში "აიდას" სპექტაკლის შემდეგ მოხსნა.

New York Times-თან ინტერვიუში გელბმა ისაუბრა ქართველი მეცო-სოპრანოს ვოკალურ პრობლემებზე, ორსულობის შემდეგ.

"აშკარა იყო, რომ ის არ იყო იგივე მომღერალი, რომელმაც დაიპყრო ჩვენი სცენა," - თქვა გელბმა და იქვე დაამატა:

"მე მტკივნეული დისკუსია მქონდა მასთან ჩემს კაბინეტში, რადგან მინდოდა ეს ჩემგან მოესმინა. მე ვთქვი, რომ ჩვენ უნდა დაველოდოთ, სანამ ის კვლავ კარგად იმღერებს და შემდეგ მოხარული ვიქნებით მისი დაბრუნების. მას უჭირდა ამის მიღება".

New York Times-ის სტატიის მიხედვით, რაჭველიშვილი ფიქრობდა, რომ "პირველმა სპექტაკლმა ნორმალურად ჩაიარა", მაგრამ მიმოხილვები არაერთგვაროვანი იყო.

ინტერვიუში რაჭველიშვილი აფასებს გასულ ორ წელს, რომელიც სავსე იყო ვოკალური პრობლემებით, რომელსაც, სტატიის მიხედვით, მომღერალი ებრძოდა თერაპიით, ანტიდეპრესანტებითა და მედიტაციით. მან ასევე აღნიშნა, რომ ყველა ვოკალური პრობლემა გაქრა.

"ახლა მხოლოდ ჩემს თავთან ვიბრძვი იმისთვის, რომ სცენაზე მალე გასვლისას შინაგანად მშვიდად ვიგრძნო თავი, ამდენად დიდია დაბრუნების სიხარული", - ამბობს მეცო სოპრანო.

რუსთავი 2

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×