რეზონანსი
22.12.2023

„ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერია საქართველოს ექსპრეზიდენტის ინიციატივას ეხმაურება „სუპერ პაკის“ შექმნასთან დაკავშირებით. მისი აზრით, სააკაშვილმა აღნიშნული ინიციატივა „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებული პრობლემების გადასაფარად გააჟღერა.

„ეს არის სრული სისულელე, ტერმინ „სუპერ პაკით“ დაწყებული, დამთავრებული იმით, რა განმარტებებიც კეთდება. „სუპერ პაკი“ არის ტერმინი, რომელიც აშშ-ში გამოიყენება. ამერიკაში ეს არის გაერთიანება იმ ადამიანების, რომლებიც მხარს უჭერენ კონკრეტულ პოლიტიკურ დღის წესრიგს, უბრალოდ არ არის შეზღუდული კამპანიის დაფინანსების წესებით და არ უნდა იყოს კოორდინირებაში. უბრალოდ რაღაც ტერმინი დააბრეხვა, როგორც ჩანს შიგნით მათი პრობლემის გადასაფარად. თუ რომელიმე საჯარო ფიგურას რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან და რომელიმე საკითხზე უნდა აქტიურობა, ამას „სუპერ პაკი“ რატომ უნდა სჭირდებოდეს ან გამოცხადება და მერე ამაზე სერიოზული კამათი? 

„ნაციონალურ მოძრაობას" და სააკაშვილსაც აწყობს და ამავე დროს ივანიშვილის რეჟიმს, რომ ეს სისულელეები ვარჩიოთ იმის ნაცვლად, რომ ვისაუბროთ პირველ რიგში იმაზე, როგორ დავუპირისპირდეთ და რა არგუმენტები გვაქვს ივანიშვილის შხამიანი, სიცრუის პროპაგანდის წინააღმდეგ. მეორე მხრივ კი უნდა ვისაუბროთ იმაზე, რა არის გასაკეთებელი ქვეყანაში ხელისუფლების დამარცხების შემდეგ“, - განაცხადა ბოკერიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×