რეზონანსი
22.12.2023

ძალიან სწორი ინიციატივაა მიშას მიხეილ სააკაშვილის მხრიდან. არავის უგულისხმია სხვა ოპოზიციური პარტიები, არც არავინ უწყებს ხვეწნას, - ასე ეხმაურება „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე „პალიტრანიუსის" ეთერში, გადაცემა „360 გრადუსში" საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ „სუპერპაკის" იდეასთან ოპოზიციური პარტიები არაფერ შუაშია და ის „ნაციონალური მოძრაობის" "პაკ"-ზე საუბრობს. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივა „სუპერპაკზე" ერთობლივი იყო, ოპოზიციასთან კი სხვადასხვა მიმართულებით ითანამშრომლებენ. „მიშას ეს ინიციატივა ერთობლივია. ჩვენი ამოცანაა, რომ კარი გახსნილი იყოს იმ ადამიანებისთვის, ვინც დღეს ევროკავშირის მოსურნეა, პარტიის წევრობა არ უნდა, სურს, რომ გამარჯვების ბრძოლაში მიიღოს მონაწილეობა

სხვა ოპოზიციასთან სხვადასხვა მიმართულებით ვითანამშრომლებთ. გავიგეთ, რომ მათ თავისი გზა აქვთ და ჩვენ ჩვენი. ჩვენი ამოცანაა, რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩავრთოთ პროცესში. ძალიან სწორი ინიციატივაა მიშას მხრიდან. არავის უგულისხმია სხვა ოპოზიციური პარტიები, არც არავინ უწყებს ხვეწნას", - აღნიშნავს ვაშაძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×