რეზონანსი
22.12.2023

ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა საზოგადოებას 2023 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია, ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლები.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ქალაქის მერმა შეაჯამა ქუთაისის მუნიციპალიტეტში 2023 წლის განმავლობაში გაწეული მუშაობა და ისაუბრა იმ პროექტებსა და პროგრამებზე, რომლებიც წარმატებულად განხორციელდა. „ქუთაისის მუნიციპალიტეტისთვის 2023 წელი გამორჩეული იყო მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებით, საერთაშორისო ფორუმებში აქტიური მონაწილეობით, წარმატებით დაძლეული გამოწვევებით და ყოველდღიური, სასიამოვნო სიახლეებით. 2023 წელს ქუთაისი გახდა იუნესკოს შემოქმედებითი ქალაქების ქსელის წევრი, ლიტერატურის მიმართულებით. ქუთაისის, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქის დიდმა კულტურულმა ტრადიციებმა და ჩვენს მიერ სწორად შერჩეულმა განვითარების პრიორიტეტებმა განაპირობა ის, რომ ისეთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ, როგორიცაა იუნესკო, სწორედ ქუთაისი მიიჩნია ღირსეულად შემოქმედებითი ქალაქების ქსელის ახალი წევრი გამხდარიყო.

ახალი სტატუსი, მომდევნო ოთხი წლის მანძილზე უამრავ ახალ შესაძლებლობას და შანსს მისცემს ჩვენს ქალაქს, რათა აქტიურად ჩაერთოს მსოფლიოს კულტურულ -შემოქმედებით ცხოვრებაში.

ყოველწლიურად გაზრდილი ბიუჯეტი საშუალებას გვაძლევს შესაბამისად გავზარდოთ დაფინანსება სხვადასხვა მიმართულებით. წელს ქალაქში, სხვადასხვა დაფინანსებით 100 მილიონამდე ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჩავატარეთ.

განახლდა გზები, ტროტუარები, მოვაწყვეთ სკვერები და სპორტული მოედნები, ახალი სიცოცხლე შეიძინა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე რამდენიმე შენობამ. 6 მილიონ ლარზე მეტი გვქონდა განსაზღვრული სოციალური პროგრამებისთვის, რომლითაც ისარგებლა 25 000-მდე ბენეფიციარმა. წელს, ტრადიციულად ვუმასპინძლეთ რამდენიმე საერთაშორისო ფესტივალს და ფორუმს. მნიშვნელოვანი სიახლეებია ქალაქის სპორტულ ინფრასტრუქტურაში. კვლავ პრიორიტეტად რჩება განათლების მხარდაჭერა.

ქუთაისის მუნიციპალიტეტი უწყვეტად მონაწილეობს საერთაშორისო პროექტებში. 2023 წლის განმავლობაში ქალაქმა საერთაშორისო ორგანიზაციებში 3 მილიონ ლარზე მეტი გრანტი მოიპოვა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×