რეზონანსი
22.12.2023

ოპოზიცია დღეს ვერაფერ ღირებულ იდეას ვერ სთავაზობს საზოგადოებას და ამიტომ მათი წარმატების შანსები საარჩევნოდ ძალიან, ძალიან დაბალია, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ „ქრონიკაში" ჩართვისას განაცხადა.

მისი თქმით, რადიკალური ოპოზიცია თავის შეცდომებზე ვერ სწავლობს, ქართლი საზოგადოება კი მათგან განსხვავებით, ძალიან გაიზარდა.

„საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს და არჩევს ტყუილ-მართალს, ძალიან კარგად არჩევს, თუ რა არის დეზინფორმაცია და რა სიმართლე. მათ მოუწევთ თავიანთი სტრატეგიის რადიკალურად შეცვლა, თუკი მათ სურთ, რომ რაიმე ტიპის წარმატებას მიაღწიონ არჩევნებში. ამასაც თუ გააკეთებენ, არა მგონია, არსებითი ცვლილება იყოს მათ იმ რეიტინგში, რომელიც დღეს აქვთ და იმ შედეგში, რომელსაც ისინი არჩევნებზე დააფიქსირებენ. საერთოდ რომ არაფერი ვთქვათ, იმ შავ-ბნელ წარსულზე, რომელიც ოპოზიციის დიდ ნაწილს აქვს, გასული ოთხი წელი მათ გაატარეს საკუთარი ქვეყნის საბოტაჟში, დივერსიასა და ქვეყნის იმიჯის დაზიანებაში, ხშირ შემთხვევაში - ქვეყნის ღალატშიც კი. ამიტომ, ამას ჩვენი საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს, კარგად აფასებს და ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს ის, რომ ოპოზიცია დღეს ვერაფერ ღირებულ იდეას ვერ სთავაზობს საზოგადოებას და ამიტომ მათი წარმატების შანსები ძალიან, ძალიან დაბალია", - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×