რეზონანსი
22.12.2023

პატიმრების უფლებებსა და მდგომარეობაზე ზრუნავენ შესაბამისი უწყებები, მათი გადასაწყვეტია ვინ სად იქნება, სასჯელს სად მოიხდის, თუმცა სააკაშვილმა თავადაც აქცია საკუთარი თავი პოლიტიკური თამაშების ობიექტად, - ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

ბოჭორიშვილის თქმით, არავის აღარ უნდა გაუკვირდეს, თუ გახარია სააკაშვილს, როგორც პოლიტიკური თამაშების ობიექტს, ისე გამოიყენებს.

„ცოტა გაურკვეველია, ეს პოლიტიკური პარტიები რაზე დგანან, რა მიზნები აქვთ, ძალიან ქაოტურები არიან. რასაც დაინახავენ, ყველაფერს იყენებენ, ოღონდ, არანაირი თანმიმდევრულობა არ აქვთ. მათი შედეგები რეიტინგებში აისახება. ახლაც მათი არჩევანია, სააკაშვილი პოლიტიკური თამაშის ობიექტად გამოიყენონ", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×