რეზონანსი
22.12.2023

იმ შემთხვევაში, თუ ლაზარე აღიარებს, რომ ქმედება მის მიერ არის ჩადენილი და ითხოვს პატიებას, მაშინ უნდა შეიწყალონ, - ამის შესახებ „გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამჟურნალისტებს განუცხადა.

თუ ბრალდება, კოქტეილის სროლის შესახებ დადასტურდება და ეს არ იქნება გადააზრებული როგორც ცუდი ქმედება, ამ პირობებში შეწყალებას არ დავეთანხმებოდი", - აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

შეიწყალებს თუ არა პრეზიდენტი ლაზარე გრიგორიადისს - კითხვა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც გრიგორიადისის ადვოკატები ორბელიანების სასახლეში იმყოფებოდნენ. გრიგორიადისის ადვოკატმა, ლიკა ბითაძემ განაცხადა, თუ ლაზარეს საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი დადგა, მაგ შემთხვევაში სალომე ზურაბიშვილს მისი შეწყალების შესახებ აუცილებლად მიმართავენ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×