რეზონანსი
22.12.2023

თავის დროზე ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება იყო მისი პოლიტიკიდან გასვლა, თუ სხვა გადაწყვეტილებას მიიღებს, გუნდი, მხოლოდ მიესალმება, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძეს კითხვა დაუსვეს, დაესწრება თუ არა ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების" პარტიის ყრილობას, რომელიც 30 დეკემბერს გაიმართება.

„ამ თემასთან დაკავშირებით პოლიტსაბჭოზე არავითარი განხილვა არ ყოფილა. თავის დროზე მისი გადაწყვეტილება იყო, რაც პოლიტიკიდან გასვლას უკავშირდებოდა. სხვა გადაწყვეტილებას თუ მიიღებს, ეს მისი გადაწყვეტილება იქნება. ამ შემთხვევაში, გუნდი მხოლოდ მიესალმება, ეს არაერთხელ გვითქვამს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×