რეზონანსი
22.12.2023

მილიონ ასი ათასი ადამიანი ცხოვრობდა სიღარიბის ზღვარს მიღმა და ახლა ცხოვრობს 600 000, მაგრამ სიღარიბე რჩება ეროვნულ პრობლემად. ვიდრე ერთი ადამიანი მაინც ცხოვრობს საქართველოში სიღარიბის ზღვარს მიღმა, ჩვენ ვერ ვიქნებით თვითკმაყოფილი იმ შედეგებით, რაც გვაქვს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ.

„ჩვენი ამოცანა არის, რომ სიღარიბე განულდეს. ამისთვის გვჭირდება, რომ ეკონომიკა, რომელიც დღეს თუ 800 დოლარია, უნდა გახდეს 12-15 000 დოლარი, რაც არის ოპტიმალური მაჩვენებელი. ეს შესაძლებელია საშუალოვადიან პერსპექტივაში, სავალუტო ფონდი გვპირდება, რომ არსებული ტენდენციებით მშპ ერთ სულ მოსახლეზე სწორედ 12000 დოლარს მიაღწევს 2028 წლისთვის, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ პერიოდისთვის სიღარიბე თუ არ განულდება, რადიკალურად იქნება შემცირებული", - განაცხადა კობახიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×