რეზონანსი
22.12.2023

არ იქნება 2024-ში, იქნება 2025-ში. თუმცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ 2024-ში უკვე უნდა იყოს მიღებული ეს გადაწყვეტილება, - მის შესახებ „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით.

„ჩვენ შარშანაც გვეკუთვნოდა არათუ კანდიდატის სტატუსი, არამედ მოლაპარაკების გახსნა. იმედი გვაქვს რომ მიღებული იქნება სამართლიანი გადაწყვეტილება. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ როგორი ტურბულენტური პოლიტიკური პროცესებიც არ უნდა გავიაროთ, საბოლოო ჯამში ვახერხებთ მიზნის მიღწევას, ეს გამოჩნდა ძალიან კარგად კანდიდატის სტატუსის შემთხვევაში. იყო ურთულესი პროცესები, რომლებიც მივიყვანეთ წარმატებამდე. იგივე დაპირება შეგვიძლია გავცეთ საზოგადოების მიმართ მოლაპარაკების გახსნასთან დაკავშირებით. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ უკრაინასა და მოლდოვაზე ადრე შევალთ ევროკავშირში. თქვენ გახსოვთ, რომ ყოველ ჯერზე ჩვენ უფრო გვიან ვიღებდით კონკრეტული პროცესების დაწყებას ევროკავშირისგან, ვიდრე უკრაინა და მოლდოვა. უფრო გვიან დაიწყო მოლაპარაკებები ასოცირების შეთანხმების გაფორმებაზე, DCFTA-ზე, უფრო გვიან დაიწყო ვიზალიბერალიზაციის თაობაზე, მაგრამ სამივე შემთხვევაში უკრაინას და მოლდოვას დავასწარით, რადგან ერთია პოლიტიკური გადაწყვეტილებები, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველა ხედავს რომ საქართველო ბერვად უსწრებს წინ როგორც უკრაინას, ასევე მოლდოვას ", - განაცხადა კობახიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×