რეზონანსი
22.12.2023

დღეს ყველა ხვდება, რომ რადიკალური ოპოზიცია მძიმედ წააგებს არჩევნებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციას არავითარი რესურსი არ აქვს, რომ ქვეყანაში არეულობა და რევოლუცია მოაწყოს.

"საუბარი იმაზე, რომ ისინი კიდევ ერთხელ ეცდებიან იგივე სცენარის განვითარებას, რაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განავითარეს, აბსოლუტურად ლოგიკურია. მათ სხვა გზა და არჩევანი არც აქვთ. სინამდვილეში, ესეც არ არის მათი არჩევანი. მათ არავითარი რესურსი არ აქვთ, რომ ან არჩევნებით დაიბრუნონ ძალაუფლება ან ქუჩით. საბოლოოდ, არჩევნებსაც და ქუჩასაც ერთი და იგივე რესურსი სჭირდება, ეს არის ხალხის მხარდაჭერა. როცა ხალხი მხარს არ გიჭერს, ბუნებრივია, ვერც არჩევნებს მოიგებ და ვერც რევოლუციას მოაწყობ. აქედან გამომდინარე, ეს მცდელობა იქნება, თუმცა, განწირულია ფიასკოსთვის. რაც შეეხება მოლაპარაკებების გახსნის თემის გამოყენებას ამ მიზნებისთვის, თეორიულად ყველაფერი შეიძლება, ასეც და ისეც. როგორც წინა შემთხვევაში ვერ მოახერხეს ვერც რევოლუციის მოწყობა, ვერც არსებითად ვითარების არევა ჩვენს ქვეყანაში, ასე გააგრძელებენ ისინი მომავალშიც. მათ არავითარი რესურსი არ აქვთ, რომ ქვეყანაში არეულობა და რევოლუცია მოაწყონ", - განაცხადა კობახიძემ.

გარდა ამისა, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მხრიდან ლაზარე გრიგორიადისის შესაძლო შეწყალების საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ თუ პრეზიდენტი ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, მორიგი მტკიცებულება იქნება იმის, რომ ის პირდაპირ მიყვება კოლექტიური „ნაცმოძრაობის" დღის წესრიგს.

„რაც შეხება შეწყალებას, ვერ გეტყვით, სალომე ზურაბიშვილმა ისეთი რაღაცები აკეთა ბოლო პერიოდის განმავლობაში, მისგან არავის არაფერი გაუკვირდება. ის არის ჩვეულებრივად რადიკალური პოზიციის, კოლექტიური „ნაცმოძრაობის" ერთი შემადგენელი ნაწილი. შესაბამისად, მან ნებისმიერი ნაბიჯი შეიძლება გადადგას. თუ ამას გააკეთებს, ეს იქნება მორიგი მტკიცებულება იმისა, რომ ის პირდაპირ მიყვება კოლექტიური "ნაცმოძრაობის" დღის წესრიგს", - განაცხადა კობახიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×