რეზონანსი
22.12.2023

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მცდელობა, რაიმეს გამაერთიანებელი იყოს, უპასუხოდ დარჩება.

მისივე თქმით, ოპოზიციის ნაწილს არანაირი სურვილი აღარ ექნება, სააკაშვილის თემის, მისი დროშის ქვეშ მოიყაროს თავი.

„ოპოზიციის ნაწილს არანაირი სურვილი აღარ ექნება, რომ მიხეილ სააკაშვილის თემის, მისი დროშის ქვეშ მოიყაროს თავი, რადგან ის რევოლუციური სცენარი, რითაც ესენი საზრდოობდნენ, ამ ეტაპისთვის განულებულია. სააკაშვილის ციხეში გადაყვანაზე და დამუნათებაზე ბევრ განცხადებას მოვისმენთ. მიხეილ სააკაშვილის განწირული მცდელობა, რომ რაიმეს გამაერთიანებელი და შემაკავშირებელი იყოს, დარჩება ასე უპასუხოდ", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა, რომ ოპოზიციას სთავაზობს, შეიქმნას პოლიტიკური აქტიურობის ერთიანობის კომიტეტი, სუპერ პაკ-ი. „პირველ ეტაპზე იქნება პაკ-ი, პოლიტიკური აქტიურობის ერთიანობის კომიტეტი, რომელშიც 20-25 ადამიანი უნდა შევიდეს და უნდა იყოს მუდმივი სათათბირო. შეიძლება, მომავალში ამის თავმჯდომარეც ავირჩიოთ, როგორც გადავწყვეტთ ყველა ერთად", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×