რეზონანსი
22.12.2023

ერთი კვი­რა­ზე მე­ტია უშე­დე­გოდ ეძე­ბენ რუ­მეთ­ში, გე­მი­დან გა­და­ვარ­დნილ ქარ­თველ მე­ზღვა­ურს. უჩა მი­ქე­ლა­ძე გე­მი­დან გა­და­ვარ­და და დი­ნე­ბამ გა­ი­ტა­ცა.

სა­ზღვაო ტრან­სპორ­ტის სა­ა­გენ­ტოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, შემ­თხვე­ვა კონ­სტან­ცას ნავ­სად­გუ­რის აკ­ვა­ტო­რი­ა­ში, 60 სა­ზღვაო მი­ლის მო­შო­რე­ბით, 12 დე­კემ­ბერს მოხ­და.

„რო­გორც ჩვენ­თვის ცნო­ბი­ლია, ეკი­პა­ჟი მა­შინ­ვე შე­ე­ცა­და მას სა­კუ­თა­რი ძა­ლე­ბით დახ­მა­რე­ბო­და, გა­და­უგ­დეს სა­მაშ­ვე­ლო რგო­ლი, თუმ­ცა მე­ზღვა­უ­რი დი­ნე­ბამ გა­ი­ტა­ცა და ვერ შეძ­ლეს გემ­ზე ამოყ­ვა­ნა.

რუ­მი­ნეთ­ში სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სუ­ლი­სა და რუ­მი­ნე­თის ზღვა­ზე ძებ­ნა-გა­დარ­ჩე­ნის სამ­სა­ხუ­რის­გან მი­ღე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გე­მის კა­პი­ტან­მა მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ მა­შინ­ვე შე­ა­ტყო­ბი­ნა შე­სა­ბა­მის სამ­სა­ხუ­რებს, ახ­ლომ­დე­ბა­რე გე­მებს და და­უ­ყოვ­ნებ­ლივ და­ი­წყო სა­მაშ­ვე­ლო ოპე­რა­ცია, რო­მე­ლიც 13 დე­კემ­ბერს მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში გაგ­რძელ­და. მე­ზღვა­უ­რის ძებ­ნის ოპე­რა­ცია ასე­ვე დღეს, 14 დე­კემ­ბერს გა­ნახ­ლდა და ამ დრომ­დე მიმ­დი­ნა­რე­ობს", - აცხა­დე­ბენ უწყე­ბა­ში.

და­კარ­გუ­ლი მეღ­ვა­აუ­რის ბიძა ვა­რა­უ­დობს, რომ გემ­ზე უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მე­ბი იყო დარ­ღვე­უ­ლი, რაც ინ­ცი­დენ­ტის მი­ზე­ზი შე­იძ­ლე­ბა გამ­ხდა­რი­ყო.

„27 ნო­ემ­ბერს გა­ა­ფორ­მა კონ­ტრაქ­ტი ამ კომ­პა­ნი­ას­თან. 11 დე­კემ­ბრამ­დე მუ­შა­ობ­დნენ თურ­ქე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, შემ­დეგ კი უკ­რა­ი­ნის­კენ და­იძ­რნენ. 12-ში კომ­პა­ნი­ამ ბა­თუ­მის ოფისს, გა­დას­ცა ინ­ფორ­მა­ცია, მათ კი ჩვენ გა­მოდგვცეს.

რო­გორც გა­ვი­გეთ, შემ­თხვე­ვა მა­შინ მოხ­და, როცა გემ­ბან­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობ­და სა­მუ­შო პრო­ცე­სი. კერ­ძოდ წყლის ამო­ქაჩ­ვა, მა­შინ რო­დე­საც გემი მი­დი­ო­და, ეს არის და­უშ­ვე­ბე­ლი, რო­გორც ცნო­ბი­ლია. უსფრ­თხო­ე­ბის ნორ­მე­ბი იყო დარ­ღვე­უ­ლი, რო­გორც ჩანს. როცა დაძ­რუ­ლი გე­მი­დან წყლის ამო­ქაჩ­ვის სა­მუ­შა­ო­ებს ას­რუ­ლებ­და ბიჭი ზღვი­დან წყალ­ში სწო­რედ მა­შინ გა­და­ვარ­და. არა­ვინ ყო­ფი­ლა მეთ­ვალ­ყუ­რე ახლო-მახ­ლო. სა­ნამ შე­ნიშ­ნა ერ­თმა პირ­მა, კა­პი­ტან­თან ავი­და, სა­ნამ კა­პი­ტანს მო­ი­ახ­სე­ნა, დაგ­ვი­ან­და ალ­ბათ. კომ­პა­ნი­ამ გა­ნა­ცხა­და, როცა გემი მობ­რუნ­და, რათა სა­მაშ­ვე­ლო ნავი ჩეშ­ვათ, მი­ახ­ლო­ე­ბამ­დე ვხედვ­დით, ხელი ჰქონ­და აწე­უ­ლი და უეც­რად გაგ­ვიქ­რა თვალ­თა­ხედ­ვის არე­დან, ძა­ლი­ან ჩქა­რი დი­ნე­ბა იყოო.

გა­მო­ძი­ე­ბა და­წყე­ბუ­ლია. ცდი­ლო­ბენ საქ­მის გა­მო­ძე­ბას, მაგ­რამ ზუს­ტი ინ­ფორ­მა­ცია არ გვაქვს, რა ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი გა­ა­ტა­რეს რუ­მი­ნეთ­ში.

უჩას ჰქონ­და ცურ­ვის გა­მოც­დი­ლე­ბა, მაგ­რამ მა­ინც ახ­ლა­ბე­და იყო ამ საქ­მის­თვის. ვთხოვთ ყვე­ლას, დაგ­ვიდ­გნენ მხარ­ში. სა­ქარ­თვე­ლოს მხრი­და­ნაც ჩა­ერ­თონ ამ საქ­მე­ში მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­სა­ბა­მი­სი უწყე­ბე­ბი." - აცხა­დებს და­კარ­გუ­ლი მე­ზღვა­უ­რის ბიძა „ambebi.ge"- სთან.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×