რეზონანსი
22.12.2023

მგონი, გიორგი გახარიას განცხადებას არავინ დაიჯერებს, თითქოს ის ითხოვს სააკაშვილის ციხეში გადაყვანას, რადგან ერთი წლის წინ მასთან პოლიტიკურ ქორწინებაში შევიდა და დღემდე ქორწინებაში არიან, - ამის შესახებ „ხალხის ძალის" წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

როგორც გურამ მაჭარაშვილმა აღნიშნა, გახარიას პარტიას სწორედ „ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად აქვს შექმნილი უმრავლესობა რამდენიმე საკრებულოში და თავს ერთად მშვენივრად გრძნობენ.

„ამიტომ, ეს კუდი საზოგადოებაში უკვე ძალიან კარგად ჩანს. გახარია „ნაცმოძრაობასთან" თანამშრომლობას ვერ მოიცილებს, თუმცა მცდელობები ექნება, რადგან როგორც ჩანს, მასსა და ხაზარაძეს პატრონებმა უთხრეს, რომ ნელ-ნელა „ნაცმოძრაობის" იარლიყი ჩამოირეცხონ, მაგრამ საზოგადოებას ძალიან კარგად ახსოვს, რომ ბოლო წლების განმავლობაში ოპოზიციაში წამყვანი ძალა სწორედ „ნაცმოძრაობა" იყო. მის გარეშე არც ერთი გადაწყვეტილება არ მიუღიათ, რასაც „ნაცმოძრაობა" იტყოდა, იმას აკეთებდნენ - გახარიაც, ხაზარაძეც და სხვა რადიკალური ოპოზიცია. ამიტომ, ახლა გახარიას ცრემლების, ვაიმე, საქართველოს რა ვუყოთ და „ნაცებისგან" როგორ გავათავისუფლოთ, არავის აღარ სჯერა", - განაცხადა მაჭარაშვილმა.

პარტია „საქართველოსთვის" ხელისუფლებას მოუწოდებს, მიხეილ სააკაშვილი საპატიმროში გადაიყვანოს. „მოვუწოდებთ „ოცნებას", შეწყვიტოს წინასაარჩევნო სპექტაკლი, ნუ იყენებს სასამართლოს საკუთარი წინასაარჩევნო პიარმიზნების მისაღწევად, ნუ ეხმარება დაშლილ „ნაცმოძრაობას" ხელახლა გაერთიანებაში და გადაიყვანოს მიხეილ სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, - განაცხადა პარტია „საქართველოსთვის" წევრმა, მიხეილ დაუშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×