რეზონანსი
21.12.2023

პრაღაში სროლის დროს საქართველოს მოქალაქეების დაშავების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ არის. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, საქართველოს საელჩო ჩეხეთის რესპუბლიკაში ინფორმირებულია ინციდენტის შესახებ.

„საელჩო კავშირზეა ჩეხეთის შესაბამის სტრუქტურებთან. ჯერჯერობით საქართველოს მოქალაქეების დაშავების შესახებ ინფორმაცია არ არის", - აცხადებენ სამინისტროში.

წინასწარი ინფორმაციით, პრაღაში, კარლის უნივერსიტეტში სროლის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 30 დაიჭრა. მსროლელის ლიკვიდაცია პოლიციამ მოახერხა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×