რეზონანსი
21.12.2023

5000-ზე მეტ მედიკამენტზე რეფერენტული ფასი განისაზღვრა, რაც საერთო ჯამში, ყველა იმ ძირითად ქრონიკულ და სხვა წამლებს მოიცავს, რომელიც დღეს, ბაზარზე ბრუნავს , - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა.

ზურაბ აზარაშვილის განმარტებით, მომავალი წლიდან, რეფერენტული ფასებისა და სხვა რეფორმების შედეგად, საბოლოო ჯამში, ქვეყანაში, ფარმაცევტული ბაზარი მოწესრიგდება, მოქალაქეებისთვის კი გაიზრდება ხელმისაწვდომობა და შემცირდება ჯიბიდან გადახდები.

„რეფორმების პროცესს, ბუნებრივია, თან გარკვეული რისკებიც ახლავს, რაც თავის მხრივ, იმპორტიორ ქვეყნებსა და ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან მოქალაქეობრივ პოზიციაზეა დამოკიდებული.

რეფერენტული ფასების გავრცელების პირველ ეტაპზე, ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან, ადგილი ჰქონდა ხელოვნური დეფიციტის შექმნას და თურქულ მედიკამენტებზე ფასის გაზრდის ფაქტებს, რომელზეც კონკურენციის სააგენტომ დაასრულა მოკვლევა და შედეგები, საზოგადოებისთვის, რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. საერთო ჯამში, რეფერენტული ფასების დაწესებითა და თურქული ფარმაცევტული ბაზრის გახსნით, მოქალაქეებმა, 350 მილიონი ლარი დაზოგეს", - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×