რეზონანსი
21.12.2023

რუსთავის საკრებულომ მეორე მოსმენით 2024 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. "ქართულმა ოცნების" გარდა ბიუჯეტის პროექტს მხარი გახარიას გუნდმა დაუჭირა.

როგორც "ფრაქცია საქართველოსთვის" თავმჯდომარემ, ნათია შელეგიამ განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ბიუჯეტი არ პასუხობს ქალაქის საჭიროებებს, ქალაქში კრიზისი რომ არ შეიქმნას მხარი დაუჭირეს. ბიუჯეტს მხარი არ დაუჭირეს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა. საკრებულოში ბიუჯეტის განხილვა რამდენიმე საათიანი ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.

პარტია "საქართველოსთვის" წევრმა მიხეილ დაუშვილმა რუსთავის საკრებულოში "საქართველოსთვის" დეპუტატების გადაწყვეტილება  ახსნა და განმარტა, რომ სავარაუდოდ, ეს პროექტი რუსთაველების ინტერესებზეა მორგებული. დაუშვილის თქმით, მისმა თანაგუნდელებმა ბიუჯეტის პროექტის პირვანდელ ვერსიას მხარი არ დაუჭირეს.

„ბიუჯეტის ჩაგდება და საბიუჯეტო კრიზისის შექმნა ნიშნავს იმას, რომ გარკვეული ვადით მოხდება ყველა სოციალური პროექტის გაჩერება შემდეგი წლის დასაწყისში და ჩვენი მიზანი ის კი არ არის, რომ ადგილობრივი მცხოვრებლების სოციალურ უზრუნველყოფას ხელი შევუშალოთ, ჩვენი მიზანია, რომ ბიუჯეტი გაგვეხადა ადგილობრივებზე ორიენტირებული და არა ოცნების ინტერესებზე ორიენტირებული,“ - განაცხადა დაუშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×