რეზონანსი
21.12.2023

ევროკავშირში დაინახეს საქართველოს ხელისუფლებისა და საზოგადოების ერთიანობა, პროფესიონალიზმი, ქვეყნის მიმართ სიყვარული და ევროპული ღირებულებები, ჩვენ ეს ყველაფერი გაგვაჩნია, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

„ჩვენი სიმართლე ბოლომდე გავიტანეთ, არც ცალ ფეხზე დავდექით, არც ღირსება და არც სუვერენიტეტი შევიბღალეთ. ჩვენს სახელმწიფოს არც დაცვა დავაკელით და რაც მთავარია, მშვიდობა შევინარჩუნეთ. მშვიდობიანობის დროს კი, კანდიდატის სტატუსის მიღება შევძელით. ანუ, პრაქტიკულად დავადგინეთ, რომ უძველესი, ქართული კულტურული ღირებულებები თავსებადია უძველეს ევროპულ კულტურულ ღირებულებებთან. ჩვენთვის დე იურე კანდიდატის სტატუსის მინიჭება სწორედ აქედან გამომდინარეობს.

რაც შეეხება რეკომენდაციებსა და პირობებს, ბუნებრივია, ევროპელებთან თანამშრომლობის კარგი გამოცდილება გვაქვს. მათ იციან, საქართველოში ვისთან უნდა ჰქონდეთ ურთიერთობა. ამიტომ მოლოდინი გვაქვს, რომ ერთ წელში მოლაპარაკებები გაიხსნება. ევროინტეგრაციის მატარებელი სწრაფად მიდის, საიდანაც ოპოზიციის ვაგონი ჩახსნილი და გაჩერებულია“,- განაცხადა მაჭარაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×