რეზონანსი
21.12.2023

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ილია ღუდუშაურის ინფორმაციით, ყველა იმ ადამიანს, ვისაც სახელმწიფო, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებს გარკვეული ლიმიტების ფარგლებში უფინანსებდა, 2024 წლიდან, სრულად, მთელი წლის კურსს დაუფინანსებს. პროგრამის გაფართოების შესაძლებლობა, იმ რეფორმების შედეგად გახდა შესაძლებელი, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ბოლო 2 წლის განმავლობაში, აქტიურად ახორციელებს. მათ შორის არის თურქული ბაზრის გახსნა და წამლებზე დაწესებული რეფერენტული ფასები.

„რეფერენტული პოლიტიკითა და თურქული ბაზრის გახსნით, საქართველოს მოქალაქეებმა, ჯამში, 300-400 მილიონი ლარი დაზოგეს. წლიურ ჭრილში რომ ვისაუბროთ, გარკვეულ მედიკამენტებზე, ფასები 80%-თაც შემცირდა. თუმცა, როგორც ვვარაუდობდით, საშუალოდ, 40%-ით არის შემცირებული, რაც ვფიქრობ, საკმაოდ დიდი წარმატებაა“, - განაცხადა ილია ღუდუშაურმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×