რეზონანსი
21.12.2023

ბიჭვინთის აგარაკების ბედი - "ევროპელი დემოკრატების" თავმჯდომარე საქართველოს ხელისუფლებას სწრაფი რეაგირებისკენ მოუწოდებს. პაატა დავითაიას თქმით,  სეპარატისტთა პარლამენტი და რუსეთის ფედერაცია საქართველოს ქონების დატაცებას ეწევა, რაც განგაშის სიგნალის ჩართვის მიზეზი უნდა იყოს. 

მისი თქმით, საქართველოს მთავრობამ  საერთაშორისო პარტნიორებს უნდა მიმართოს და რუსეთის მიერ ტერიტორიების მიტაცების გამო გამოძიების დაწყება უნდა მოითხოვოს: 

ის ქმედებები, რა ქმედებებსაც ახორციელებს დღეს სეპარატისტთა პარლამენტი და რუსეთის ფედერაცია, არის საქართველოს ქონების დატაცება. ეს არის ანექსიის ნიშნები, აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობამ მიმართოს საერთაშორისო პარტნიორებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ იტაცებს რუსეთი საქართველოს კუთვნილ ქონებას ყველანაირი სამართლებრივი ნორმების დარღვევით და ეს უნდა გახდეს გამოძიების საკითხი, რადგან მომავალში ყველა ის ადამიანი, ვინც არის ამით დაკავებული, პასუხი უნდა აგოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით", - აღნიშნა დავითაიამ.

საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ დრომდე არ გამოხმაურებია აფხაზური მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც 28 დეკემბერს ბიჭვინთის აგარაკების ბედი გადაწყდება. 

 სავარაუდოდ წლის ბოლომდე საოკუპაციო რეჟიმი ქართულ მიტაცებულ მიწებს პუტინს აჩუქებს. 

ირკვევა, რომ ბიჭვინთის აგარაკების საკითხი, მარიონეტული რეჟიმის ე.წ. პარლამენტმა უნდა განიხილოს. სხდომა  სავარაუდოდ ხმაურის და სახალხო პროტესტის ფონზე ჩაივლის, რადგან  200 ჰექტარის რუსეთისთვის გადაცემას აპროტესტებს აფხაზური საზოგადოებაც.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×