რეზონანსი
21.12.2023

პალესტინურმა დაჯგუფება „ჰამასმა“ უარი თქვა ისრაელის მთავრობის წინადადებაზე, რომელიც ათობით მძევლის გათავისუფლების სანაცვლოდ საბრძოლო მოქმედებების ერთი კვირით შეწყვეტას ითვალისწინებდა. The Wall Street Journal-ის წყარო აცხადებს, რომ ისრაელი 7 ოქტომბერს გატაცებული 40 მძევლის გათავისუფლებას ითხოვდა - ქალების, ბავშვების და ხანდაზმული კაცების, რომლებსაც სამედიცინო დახმარება სჭირდებათ. ამის სანაცვლოდ კი ისრაელი „ჰამასს“ ღაზას სექტორში საჰაერო და სახმელეთო ოპერაციების ერთი კვირით შეჩერებასა და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას სთავაზობდა.

მოლაპარაკებებში პირველად უნდა მიეღოთ მონაწილეობა სიმძლავრით მეორე პალესტინურ დაჯგუფების „ისლამური ჯიჰადის“ წევრებს, თუმცა ისინი ითხოვდნენ, რომ ისრაელს საბრძოლო მოქმედებები მოლაპარაკებების დაწყებამდე შეეწყვიტა. მათ ასევე სურდათ, რომ ისრაელს 100-ზე მეტი მძევლის გათავისუფლების სანაცვლოდ ციხეებიდან დაჯგუფების ათასზე მეტი წევრი გაეთავისუფლებინა. ამ დროისთვის ღაზაში 137 ისრაელელი მძევალი რჩება, მათ შორის 19 ქალი და 2 ბავშვია.

ისრაელმა და „ჰამასმა“ ერთ ხანმოკლე ზავს უკვე მიაღწიეს, რომელიც 24 ნოემბრიდან 1-ელ დეკემბრამდე მოქმედებდა. შეთანხმების ფარგლებში „ჰამასმა“ 105 მძევალი გაათავისუფლა, ისრაელმა კი ციხეებიდან 210 პალესტინელი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×