რეზონანსი
20.12.2023

განათლების მინისტრის განმარტებით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება განათლების სისტემის ხარისხის გაზრდას და ევროპული სტანდარტების უფრო სწრაფი ტემპით დანერგვას შეუწყობს ხელს.

როგორც გიორგი ამილახვარმა "ღამის კურიერის" ეთერში აღნიშნა, სტატუსი ნიშნავს იმას, რომ საქართველოში გაცილებით მაღალი ხარისხის განათლების სისტემა იქნება როგორც სკოლებში, ასევე უმაღლეს და პროფესიულ განათლებაში.

"[კანდიდატის სტატუსის მინიჭება] ხელს შეუწყობს ხარისხის გაზრდას. ის ხარისხის სტანდარტები, რომლებიც ევროპაშია, გაცილებით სწრაფად შემოვა ჩვენთან. უმაღლეს განათლებაში ეს დანერგილია, მაგრამ პროფესიულ განათლებაში და ზოგად განათლებაში ეს გაცილებით მაღალი ტემპით შემოვა და რაც მთავარია, სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა, გაცვლითი პროგრამები, მეცნიერებისთვის დამატებითი დაფინანსების მოზიდვა - ეს ჩვენი ქვეყნისთვის არის ფართო შესაძლებლობების კარი. ეს მიგვიყვანს იქამდე, რომ გაცილებით მაღალი ხარისხის განათლება გვექნება როგორც სკოლებში, ასევე უმაღლესსა თუ პროფესიულ განათლებაში, ასევე გაცილებით მეტ, ფართო შესაძლებლობას შევთავაზებთ ჩვენს სტუდენტებს, საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების, გაცვლითი პროგრამების თუ კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით", - განაცხადა ამილახვარმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×