რეზონანსი
20.12.2023

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ თუ პუტინი უკრაინაში გაიმარჯვებს, ევროპულ პროექტს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგება.

"თუ ჩვენ არ შევცვლით კურსს უახლოეს დროში და არ მოვახდინეთ მთელი ჩვენი შესაძლებლობების მობილიზებას, თუ მივცემთ პუტინს შესაძლებლობას მოიგოს ომი უკრაინაში და ვერ შევაჩერებთ ღაზაში ტრაგედიას, ჩვენი პროექტი მნიშვნელოვან ზიანს მიიღებს", - აღნიშნა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.

ჟოზეფ ბორელის თქმით, უახლოეს მომავალში საკითხავი ის კი არ არის, შეუძლია თუ არა რუსეთს უკრაინის დამარცხება ბრძოლის ველზე, არამედ ის, თუ რას აკეთებს ევროპა "იმისთვის, რომ რუსეთმა ომი ვერ მოიგოს".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×