რეზონანსი
20.12.2023

პარლამენტის თავმჯდომარე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები მუხროვანის სამხედრო ბაზაზე იმყოფებოდნენ. შალვა პაპუაშვილს და დეპუტატებს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ და თავდაცვის ძალების მეთაურმა გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა უმასპინძლეს, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სტუმრებმა სპეციალური ოპერაციების სარდლობის ახალი ბაზის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერეს. თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურის მოვალეობის შემსრულებელმა, პოლკოვნიკმა ოთარ ბერიანიძემ პარლამენტარებს მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

მუხროვანში, სპეციალური ოპერაციების სარდლობის ახალი სამხედრო ბაზის სამშენებლო სამუშოები მიმდინარეობს, რომელიც 24 ახალი შენობის აგებასა და 3 ძველი შენობის რეაბილიტაციას ითვალისწინებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×