რეზონანსი
20.12.2023

პრემიერის გამოსვლა, თითქოს პოლიციელების ხელფასი გაიზარდა, ფაქტობრივად, ტყუილია. გაძვირებულ საკვებს რომ ყიდულობ ციფრებში მომატებული ხელფასით, გამოდის, რომ ხელფასი რეალურად არ გაზრდილა, - ასე აფასებს პარტია „ანა დოლიძე ხალხისთვის" პრემიერ-მინისტრის ანგარიშს.

პარტიის ლიდერის თქმით, საქართველოში ყველა ადამიანისთვის ღირსეული ცხოვრების თანაბარი პირობები უნდა იყოს შექმნილი.

„დავიწყოთ იმით, რომ პრემიერის ანგარიშის მოსმენისას მრჩებოდა შთაბეჭდილება, თითქოს საქართველოში მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს და პოლიციის თანამშრომლები ცხოვრობენ. ეს არ ნიშნავს, რომ მათი შემოსავლები წლიდან წლამდე არ უნდა იზრდებოდეს. საქმე ისაა, რომ ამ ქვეყანაში სხვა პროფესიის ადამიანებიც ცხოვრობენ და ხელფასები მათთვისაც უნდა იმატებდეს. ამასთან, ღარიბაშვილი, ფაქტობრივად, იტყუება, როცა თუნდაც პოლიციელების ხელფასების ზრდაზე საუბრობს.

თუ გავითვალისწინებთ სამომხმარებლო პროდუქტების გაძვირებას, მაღალ ფასებს, რა გამოდის - გაძვირებულ საკვებს რომ მომატებული ხელფასით ყიდულობს პოლიციელი, ეს რეალური ზრდა ხომ არ არის. იზრდება ციფრებში და რეალურად კი, პოლიციელების ცხოვრებაში არაფერი იცვლება.

ჩვენი პარტია სოციალურ თანასწორობაზე და ხალხის კეთილდღეობაზე საუბრობს და მუშაობს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველოში ყველა ადამიანისთვის ღირსეული ცხოვრების თანაბარი პირობები უნდა იყოს შექმნილი", - აცხადებს ანა დოლიძე, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×